სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის, კარენ კარაპეტიანის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო. სომხეთის მთავრობის მეთაურს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. პრემიერ მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები გააცნეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ წუთებში გიორგი კვირიკაშვილი სომეხ კოლეგას პირისპირ ხვდება, რის შემდეგაც სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.