
საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში გერმანული კომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 42 ესპანელი დაიღუპა. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, მომხდართან დაკავშირებით კატალონიის პრეზიდენტი, არტურ მასი უახლოეს ხანში განცხადებას გააკეთებს. გერმანიის ქალაქ კიოლნის აეროპორტში კი თავად ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" წარმომადგენელი პრესკონფერენციას გამართავს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის გამო, ესპანეთის მეფე და დედოფალი ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ჩავიდნენ.
თვითმფრინავი, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა რეისს, საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ესპანელების გარდა, ბორტზე გერმანიის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.