ჩვენ სრული მზაობა გვაქვს იმისთვის, რომ გავააქტიუროთ სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობები, გავაღრმავოთ რეგიონული ინტეგრაცია და ვფიქრობთ, ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი ჩვენს რეგიონში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა სომხეთის პრემიერ მინისტრთან გაფართოებული ფორმატით შეხვედრისას.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-სომხეთის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ, როგორ ავითვისოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ის გამოუყენებელი პოტენციალი, რომელიც ნამდვილად არსებობს. ჩვენ ეს აღვნიშნეთ პირისპირ შეხვედრაზე. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა იმისთვის, რომ გავააქტიუროთ სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობები, გავაღრმავოთ რეგიონული ინტეგრაცია და ვფიქრობთ, ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ მოგვენატრა ასეთი ატმოსფერო, როგორიც აქ დაგვხვდა. ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებებს, ჩვენი ურთიერთობების მაღალი დონისა და პოტენციალის შესახებ. ჩვენ აქ ჩამოვედით ძმური და საქმიანი განწყობით და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოლაპარაკებები იქნება ახალი სტიმული ჩვენს ურთიერთობებში არსებული პოტენციალის გამოყენებისთვის. ჩვენ გვსურს, შევქმნათ გარემო, რათა ბიზნესმენებს მიეცეთ საშუალება, ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.
გაფართოებული შეხვედრისას, მხარეებმა ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე იმსჯელეს. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას სახელმწიფოების განვითარების პროცესში.
გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის, ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.