საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს, კარენ კარაპეტიანს და სომხეთის დელეგაციას შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრისას საქართველო-სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ ამ ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს ძალიან დიდი პერსპექტივები, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონში არსებულ გამოწვევებს და უსაფრთხოების გარემოს.
როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, განხილული იქნა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგში დღეს აქტიურად დგას და დაისახა კონკრეტული ნაბიჯები თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის.
სომხეთის დელეგაციასთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები და საქართველოს სამთავრობო დელეგაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.