„ჩვენ უკვე დაგვიკავშირდნენ პროკურატურიდან და გვითხრეს, რომ მზად არიან, რომ დაკითხონ მამა გიორგი", - აღნიშნული განცხადება დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, დღეს დაკითხვა ვეღარ მოესწრება, შესაბამისად, სასულიერო პირის დაკითხვას ადვოკატი ხვალისთვის ელოდება.
„დღეს აღნიშნული პროცესი ვერ განხორციელდება დროის უქონლობის გამო. პენიტენციურ სისტემაში აღარ შეიძლება და ალბათ უფრო ხვალისთვის მოხდება მამა გიორგის დაკითხვა,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მიხეილ რამიშვილის თქმით, წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრისას დეკანოზის ადვოკატებმა მათ მამა გიორგი მამალაძის სათქმელი გადასცეს. მისი თქმით, წმინდა სინოდი სიმართლის დადგენით არის დაინტერესებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.