დონალდ ტრამპი: შესანიშნავი ოცნება იქნებოდა, რომ არც ერთ ქვეყანას ჰქონოდა ბირთვული იარაღი, მაგრამ თუკი ქვეყნებს ექნებათ ბირთვული იარაღი, ჩვენ ყველას სათავეში ვიქნებით
24-02-2017, 01:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს დარწმუნებული იყოს, რომ შეერთბული შტატების ბირთვული არსენალი „ყველაზე მაღალ ნიშნულზე არის" - აღნიშნა რა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბირთვული შეიარაღების თვალსაზრისით თავის შესაძლებლობებს ჩამორჩა.

 

 

„როიტერსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, ტრამპმა ასევე თქვა, რომ ჩინეთს „ძალიან ადვილად შეუძლია თუკი ის ამას მოინდომებს" გადაჭრას ჩრდილოეთ კორეის მიერ შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა, პეკინზე ზეწოლის თანდათან გაძლიერებით განახორციელოს უფრო მეტი გავლენა, მართოს ფხენიანის მზარდად აგრესიული ქმდებები.

 

 

ტრამპმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა ევროკავშირის, როგორც მმართველი ორგანოს მიმართ - თქვა რა, რომ „მე სრულიად მხარს ვუჭერ მას" და როგორც პრეზიდენტმა, პირველად გამოხატა უპირატესობა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის მიმართ, მაგრამ განაცხადა რომ იგი კმაყოფილი იქნებოდა იმით, რაც ორივე მხარეს ბედნიერს გახდიდა.

 

 

(ოვალურ ოფისში „როიტერსთან" ინტერვიუს დროს, დონალდ ტრამპის ზურგსუკან მამამისის, ფრედ ტრამპის ფოტო იდო)

 

 

20 იანვარს თეთრ სახლში შესვლის შემდეგ, ტრამპმა პრეზიდენტის რანგში, ამერიკის ბირთვულ შეიარაღებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ სურს იხილოს მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ გამოხატა წუხილი, რომ შეერთებულ შტატებს ბირთვული შეიარაღების მხრივ, ჩამორჩენა აქვს.

 


„მე პირველი ვარ, რომელსაც უნდა ეს იხილოს... არავის ჰქონდეს ბირთვული იარაღი, მაგრამ ჩვენ არასოდეს ჩამოვრჩებით ნებისმიერ ქვეყანას, თუგინდ ეს მეგობრული ქვეყანა იყოს, ჩვენ არასოდეს ჩამოვრჩებით ბირთვულ შეიარაღებაში".

 

 

„ეს შესანიშნავი ოცნება იქნებოდა, რომ არც ერთ ქვეყანას ჰქონოდა ბირთვული იარაღი, მაგრამ თუკი, ქვეყნებს ექნებათ ბირთვული იარაღი, ჩვენ ყველას სათავეში ვიქნებით", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

ანტიბირთვული ჯგუფის Ploughshares Fund-ის თანახმად, რუსეთს ბირთვული შეიარაღების 7 000 ერთეული აქვს, ამერიკის შეერთებულ შტატებს - 6 800.

 

 

„რუსეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს საჭიროზე გაცილებით მეტი ბირთვული შეიარაღება აქვთ იმისათვის, რომ ერთამანეთის ან ნებისმიერი სხვა ბირთვული სახელიმწიფოს შეკავება შეძლონ", - განცხადა დამოუკიდებელი შეიარაღების კონტროლის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარილ კინბალმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი