საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის პროცედურა დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა განხილვა არა მუხლობრივად, არამედ თავების მიხედვით მომხდარიყო, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის პროტესტზე საუბრისას აღნიშნა, რომ უმცირესობას პირველი მოსმენისას გამოყენებული პრაქტიკის გამეორება და განხილვის პროცესის დროში გაწელვა სურს.
„ევროპულმა საქართველომ" სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.