კრწანისის სამხედრო ბაზაზე, საერთო საჯარისო ცენტრში სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
მსმენელებს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე მიესალმა და წარმატებები უსურვა.
პირად შემადგენლობას სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ. ღონისძიებას შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობისა და საერთო საჯარისო ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 11-მა კურსდამთავრებულმა 22-კვირიანი სპეციალიზირებული კურსი სამხედრო-საინჟინრო კუთხით გაიარა. სასწავლო კურსი მსმენელებისათვის სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას ითვალისწინებდა. მათ ფორტიფიკაციის, დანაღმვის, განაღმვის, საინჟინრო დაზვერვისა და სხვა სპეციალიზირებული საკითხები შეისწავლეს. სასწავლო კურსს საერთო საჯარისო ცენტრის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.