საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ვიცე პრემიერის, ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, მან და ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერიმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინათ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე პატრიარქს და სინოდის წევრებს ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
„ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ პატრიარქსაც და საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებს და მათი მხრიდან მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, როცა ასეთ მძიმე დანაშაულზეა საუბარი, ცალსახად საქმე უნდა მივიდეს ბოლომდე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ჩვენი ხელისუფლება, პირადად პრემიერი, დიდ ყურადღებას აქცევს ამ საკითხს, იმას რომ გამოძიება სამართლიანად, გამჭვირვალედ წარიმართოს და ბოლომდე მივიდეს,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.