სომხეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. კარენ კარაპეტიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.
სომხეთის პრემიერი ორდღიანი ვიზიტისას საქართველოს პრემიერ მინისტრს, მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შეხვდა.
გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის სამთავრობო დელეგაციასა და კარენ კარაპეტიანს გუშინ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
პრემიერ მინისტრებმა "ფუნიკულიორამდე" ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.