საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ, ჩატარებული სოციოლოგიურ კვლევის შედეგად, კითხვაზე - დღეს, რომ არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდი ხმას, – "ქართულმა ოცნებამ" 36% მიიღო და იგი ლიდერობს. დანარჩენ პარტიათა ადგილები ასე გადანაწილდა: "ნაციონალური მოძრაობა" 14%, "თავისუფალი დემოკრატები" 10%, "ლეიბორისტული პარტია" 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" (ბურჯანაძე) 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 5%.
დიახ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე აშკარად ჩანს, რომ ეს კვლევა და "გამოყვანილი შედეგი" მიკერძოებულია, იგი ემსახურება "ნაცმოძრაობის" და "თავისუფალი დემოკრატების" ინტერესებს! ამავდროულად, ეს კვლევა ყოველგვარი "მორიდების გარეშე" დაბლა წევს ორი პარტიის რეიტინგს, ესენია – ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", რომლების შედეგებიც შარშან ადგილობრივ არჩევნებში მაღალი იყო და მას შემდეგ უფრო გაიზარდა. კვლევის ავტორებმა, "ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი" "დემოკრატიული მოძრაობის" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" რეიტინგზე "წინ ჩასვეს", ეს ერთგვარი "ტექნიკური სვლაა", ამ მეთოდით IRI ცდილობს, რომ "დააჯეროს" ამომრჩეველი "კვლევის ობიექტურობაში"! ანუ, ეს სამივე პარტია არ ითვლება ე.წ. პროდასავლურ პარტიებად და მკვლევარების "სურვილია", რომ ისინი "ერთ ქვაბში მოხარშონ". მიზანი ამისა იმაში მდგომარეობს, რომ მზარდი რეიტინგის მქონე "დემოკრატიული მოძრაობა" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", ნათელაშვილის დაბალრეიტინგიან ლეიბორისტულ პარტიას გაუთანაბრონ და ამით დააკნინონ მათი მნიშვნელობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რათა "გზა გაუკაფონ" – "ნაცებს" და "თავისუფალ დემოკრატებს"!
რეალურად კი, საქართველოში პოლიტიკური პარტიების "რეიტინგული სურათი" ასეთია: 1."ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", 2. და 3. ადგილებს, თითქმის თანაბრად ინაწილებენ – ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი". IRI - ის ამ კვლევის გაანალიზების შემდეგ, დაკვირვებული ადამიანებისათვის, მითუმეტეს პოლიტიკოსებისათვის ძნელი არ უნდა იყოს იმის მიხვედრა, თუ რა "განლაგებით სურთ ქართული პოლიტიკური საჭადრაკო დაფის დაწყობა (ახალი პარლამენტის შემადგენლობა) ძლიერთა ამა ქვეყნისა", – როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ! ამიტომ, იმისთვის, რომ წინ აღუდგნენ მავანთა "მზაკვრულ გეგმებს", ეს ორი პარტია უნდა გაერთიანდეს, რაც ერთადერთი შესაძლებლობა სასურველი შედეგის, მისაღწევად. ანუ, მხოლოდ ამ ნაბიჯის შედეგად, ისინი, ერთად გახდებიან ერთადერთი ალტერნატივა ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნების"! წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ "დემოკრატიული მოძრაობა" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ვერ მოახერხებენ გაერთიანებას, მაშინ მათ ელით ის, რაც მოცემულია IRI - ის მოცემულ კვლევაში, ანუ "5 და 6 ადგილები", თანაც "მარადოპოზიციონერ" ნათელაშვილის ლეიბორისტების შემდეგ!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.