შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღთქმა დადო, რომ დაიწყებს მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას „მალე, როგორც ეს დაგეგმილია". აღნიშნული განცხადება ტრამპმა კონსერვატორების კონგრესის წინაშე გააკეთაა. მან განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეები ყოველთვის პირველ რიგში იქნებიან დაყენებული და ააშენებს „დიდ, დიდ სასაზღვრო კედელს". მან ასევე პირობა დადო, რომ ფოკუსირებული იქნება „ამ ქვეყნიდან ცუდი ადამიანების გაძევებაზე". ტრამპს ღონისძიებაზე შეძახილებით „აშშ, აშშ, აშშ" დახვდნენ.
მერილენდში ტრამპმა ყოველწლიური ფორუმისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა: „ჩვენ ვაშენებთ კედელს, ფაქტობრივად, ეს ძალიან მალე დაიწყება გეგმის შესაბამისად". ტრამპის აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა ხუთშაბათს, სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონისა და ჰოუმლენდის უსაფრთხოების მდივნის, ჯონ კელის შეხვედრები მექსიკელ კოლეგებთან მეხიკოში, სადაც დახურული შეხვედრების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე არც ერთ მათგანს კედელი არ უხსენებია.
პრეზიდენტმა ტრამპმა პარასკევს ასევე განაცხადა, რომ იგი მუშაობს გეგმაზე „მთლიანად ამოძირკვოს" ე.წ. ისლამური სახელმწიფო. „უცხოელ ტერორისტებს არ შეეძლებათ თავდასხმა მოახდინონ ამერიკაზე, თუ ისინი ვერ შემოვლენ ამერიკაში", - განაცხადა მან.
პრეზიდენტმა შემდეგ საფრანგეთზე ტერორისტული თავდასხმები ახსენა სანამ ანეგდოტს იტყოდა მეგობრის შესახებ, რომელსაც ყოველ წელიწადს პარიზში მოგზაურობა უყვარდა, მაგრამ უკვე აღარ მოგზაურობს იმიტომ, რომ „პარიზი უკვე აღარ არის ის პარიზი". ტრამპის გამოსვლისას ყველაზე მეტი მოწონება და აპლოდისმენტები მის გამონათქვამს - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა" - მოჰყვა.
„გლობალური თანამშრომლობა, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა და მათთან თანამშრომლობა კარგია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არსებობს გლობალური ჰიმნი, გლობალური ვალუტა თუ გლობალური დროშა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც მე წარმოვადგენ. მე არ წარმოვადგენ მსოფლიოს, მე წარმოვადგენ ჩვენ ქვეყანას", - განაცხადა ტრამპმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.