ედუარდ აღასარიანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ახალქალაქში სარწყავი სისტემები მოწესრიგდება
25-03-2015, 00:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამცხე-ჯავახეთში სტუმრობისას რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარების გეგმაზე კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი. როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედუარდ აღასარიანი guardian.ge - სთან საუბრისას ამბობს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ინიციატივები გააჟღერა. ერთ-ერთი მათგანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების რეაბილიტაცია იქნება, რის შედეგადაც მოირწყვება 10 000 ჰა სახნავ-სათესი მიწები, სადაც ძირითადად კარტოფილის მოსავალი მოჰყავთ.


„მნიშვნელოვანია, რომ ამ მიწების 80% -მდე, ახალქალაქის მოსახლეობის კუთვნილებაა. მორწყვის პირობებში კი გაიზრდება მოსავლიანობა, შესაბამისად, დაიწევს კარტოფილის თვითღირებულებაც და ის იმპორტირებულ პროდუქტთან მიმართებითაც კონკურენტუნარიანი გახდება. უფრო მეტიც, შესაძლებელი იქნება კარტოფილის ექსპორტიც. ამ ეტაპზე საუბარი გვაქვს ინვესტორებთან და შესაძლოა აქ უახლოეს მომავალში ბურბუშელას დამამზადებელი საკმაოდ დიდი ქარხნის მშენებლობაც გადაწყდეს,“ აცხადებს გამგებელი და განაგრძობს:


„სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში"- საშუალებით გაფართოვდა ჩვენთან არსებული რძის პროდუქტების დამამზადებელი ორი საწარმო. აქვე იწარმოება შვეიცარიული ყველი, რომელიც ძალზე დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. საუბარია აგრეთვე წარმოების პროფილის გაფართოვებაზეც, რომ მოხდეს არაჟნისა და ხაჭოს დამზადებაც,“ აღნიშნავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი.


ედუარდ აღასარიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხსაც ეხება და ამბობს, რომ წელს ამ მხრივ, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება.


„მოგეხსენებათ წარმოების განვითარების აუცილებელი წინაპირობაა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ამიტომაც ჩვენ წელს დაგეგმილი გვაქვს არაერთი პროექტის განხორციელება. ერთ-ერთ დიდ სოფელში, დილისკაში, მოხდება 1 კილომეტრისა და 700 მეტრის საავტომობილო გზის მოასფალტება. ხოლო ქალაქში კი ყველა ქუჩაზე დაიგება ასფალტი და პარალელურად მწყობრში მოვიყვანთ წყალმომარაგების სისტემას. თუმცა შესაბამისი თანხების უქონლობის გამო სოფლების დიდი ნაწილში ამ ეტაპზეც ვერ მოვახერხებთ ასფალტის დაგებას და აქ გამოსავალი, ქვა-ღორღის დაყრა და შემდეგ მისი სპეცილური ტექნიკით დატკეპნაა. მაგრამ ეს არასაიმედო მეთოდია და მომდევნო წელს ისევ ანალოგიურ პრობლემებს ვაწყდებით. მე პირადად, ამ თანხებს გადაყრილად ვთვლი, თუმცა ვიდრე სხვა გამოსავალი არ ჩანს, იძულებულები ვართ ყოველ წელიწადს ჩავატაროთ აღნიშნული სამუშაოები, რადგან არ გვქონდეს ისეთი სოფლები, რომელიც მიუვალი იქნება,“ ამბობს გამგებელი და აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, გაზიფიცირებისა და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროექტებია.


„გაზიფიცირების სამუშაოები მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან 42 სოფელში ჩატარდა. ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი სავარაუდოდ, 3 წელიწადში სრულად იქნება მოგვარებული. რაც შეეხება წყალმომარაგების საკითხს, ის გარდა 3 სოფლისა, ყველგან გადაწყვეტილია და წელს ამ დარჩენილ 3 სოფელშიც მივაწვდით მოსახლეობას სასმელ წყალს,“ აცხადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედუარდ აღასარიანი guardian.ge - სთან საუბრისას და კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, რომელშიც ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის სამველ პეტროსიანიც იყო ჩართული, მიაღწიეს სასურველ გამოსავალს და 2015 წლის იანვრის შემდეგ, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ სომხეთის მოქალაქეებზე ბინადრობის მოწმობები მასობრივად გაიცემა. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკაც, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებითაა შედგენილი და რომლის მიხედვითაც, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში რეგისტრირებული სომხეთის მოქალაქეების უმრავლესობას, რომლებმაც ბინადრობის ნებართვის მისაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართეს, ბინადრობის უფლება მიენიჭათ.


როგორც ედუარდ აღასარიანი აცხადებს, აღნიშნული ბინადრობის მოწმობები 5 წლის ვადით არის გაცემული და ის საშუალებას აძლევს მის მფლობელებს შეუფერხებლად გადაადგილდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და მათი სურვილის შესაბამისად გადაკვეთონ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.


გამგებლის თქმით, საუბარია იმაზეც, რომ ამ მოქალაქეებს 5 წლის მერე შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი