ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქობულეთში აღმაშენებლის გამზირის მეორე შესახვევის აღდგენითი სამუშაოები მოინახულეს.
როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად გამგეობა 276 600 ლარს დახარჯავს.
„ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ქუჩის სავალ ნაწილზე კი დეკორატიული ფილები დაიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი დამონტაჟდება. სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს. ინფრასტრუქტრული ღონისძიების დასრულება ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება", - აცხადებენ გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.