საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნის უკვდავსაყოფად აგებული ქვაჯვარი გვირგვინით შეამკო.
„დღეს, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ნაწილებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძართან აღმართული ქვაჯვარი გვირგვინით შეამკო და 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.
ლევან იზორია და ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მთავარანგელოზის დასის სახელობის ტაძარშიც იმყოფებოდნენ, სადაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა სახელზე სანთლები დაანთეს", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.