წითელი არმიის საქართველოში შემოჭრიდან 96 წლისთავზე დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები მივიდნენ. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლები.
„დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისათვის ბრძოლაში. თავისუფლების სიმტკიცე მისი დაცვის მაღალ ხარისხშია და დღეს ჩვენ მათ მხედრულ ტრადიციებს ვაგრძელებთ, როდესაც მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სადარაჯოზე. წელს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას დავიწყებთ, რომელიც ჩვენ თავდაცვისუნარიანობას აამაღლებს და უფრო უსაფრთხოს და უფრო მტკიცეს გახდის ჩვენს თავისუფლებას“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნის პატივსაცემად გმირთა მემორიალთან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებიც იმყოფებოდნენ. ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
იუნკერები 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. 96 წლის წინ ამ დღეს რუსეთის არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.