ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ყველა ქართულმა სამხედრო ქვედანაყოფმა საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვა.
ამის შესახებ Guardian.ge-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
„ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ყველა ქართულმა სამხედრო ქვედანაყოფმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლებისა და იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვა", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.