საქართველოში სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია იმყოფება. აშშ-ის კონგრესის დელეგაციას კონგრესმენ პიტერ როსკამის ხელმძღვანელობით, ხვალ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უმასპინძლებს.
თავდაცვის უწყების ცნობით, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალებში მიმდინარე რეფორმირების პროცესისა და ამერიკულ მხესთან თავდაცვის სფეროში ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების შესახებ პირადად მიაწვდის ინფორმაციას.
კონგრესმენები SNGP-ის პაკეტის იმპლემენტაციაზეც მოისმენენ პრეზენტაციას.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სტუმრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. კონგრესმენებს სამუშაო შეხვედრები ჰქონდათ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებთან. კონგრესმენებმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებთანაც გამართეს შეხვედრები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.