შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო-სათხილამურო უსაფრთხოების კურსი გაიარეს
26-02-2017, 00:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავსტრიელი ექსპერტების მიერ ორგანიზებული სამთო-სათხილამურო სწავლების მეორე ეტაპი გაიარეს.

 


შს სამინისტროს ცნობით, ტრენინგს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, ავსტრიის პოლიციის ატაშე კარლჰაინს გორტანო, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამთო პოლიციის ხელმძღვანელი ჰანს ებნერი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 


„სწავლების მიზანია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და გამოცდილების გაღრმავება.

 


ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს სხვადასხვა დანიშნულების სამთო-სათხილამურო აღჭურვილობა საჩუქრად გადასცეს.

 


ტრენინგის დასასრულს, მინდია ლორთქიფანიძემ ავსტრიულ მხარეს მხარდაჭერისა და სამთო-სათხილამური სფეროში გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა, სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები გადასცა", - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი