"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებს Facebook -ით ეხმაურება.
"ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებული კვლევის შედეგად ჩვენს პარტიას 1 %-ზე ოდნავ მეტი ჰქონდა რეიტინგი. შედეგი ყველასათვის ცნობილია, რომ ათჯერ მეტი ავიღეთ. ახლა, როგორც მოგეხსენებათ 5%-იანი რეიტინგი გამოცხადდა, ასე რომ ჩვენს მხარდამჭერებს შეგვიძლია მივულოცოთ წინასწარ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება", - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის Facebook -ის საკუთარ გვერდზე დაწერილ კომენტარში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.