„ამერიკელი კონგრესმენებისგან მივიღეთ ცალსახა და მტკიცე მხარდაჭერა თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის საკითხში“, - აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ეროვნულ სასაწვლო ცენტრ „კრწანისში" ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალებში მიმდინარე რეფორმირების პროცესისა და ამერიკულ მხესთან თავდაცვის სფეროში ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია. კონგრესმენებმა SNGP-ის პაკეტის იმპლემენტაციაზეც მოისმინეს პრეზენტაცია.
„ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრას ორი მნიშვნელოვანი, პოლიტიკური და სამხედრო კომპონენტი ჰქონდა. პოლიტიკური თვალსაზრისით მივიღეთ ძალიან ცალსახა და მტკიცე მხარდაჭერა თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის საკითხში. სამხედრო ასპექტის კუთხით კი ჩვენ სტუმრად გვყავს ბრიგადის გენერალი, რომელსაც ორი კვირის წინ შევხვდი გერმანიაში არსებულ ამერიკის სამხედრო ბაზაზე. იქედან საჯაროდ განვაცხადე, რომ წელს ვგეგმავთ მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებას და ერთ-ერთი გახლავთ ერთობლივად საწვრთნელი ცენტრის შექმნა. ეს ორი კომპონენტი იყო განხილვის საგანი. წელს ამ ორივე მიმართულებით, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით ისე სამხედრო მზადყოფნის გაძლიერების კუთხით, ჩვენ გვექნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.