კონგრესმენი პიტერ როსკამი: გვსურს გამოვხატოთ ჩვენი აღფრთოვანება და პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოსა და მისი გადაწყვეტილების მიმართ საკუთარი ერთიანობისა და მთლიანობის საკითხში
26-02-2017, 02:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გვსურს გამოვხატოთ ჩვენი აღფრთოვანება და პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოსა და მისი გადაწყვეტილების მიმართ საკუთარი ერთიანობისა და მთლიანობის საკითხში, ასევე მისი გადაწყვეტილების მიმართ იყოს წარმატებული და განვითარებული ქვეყანა", - აღნიშნული განცხადება კონგრესმენმა, პიტერ როსკამმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" სტუმრობისას გააკეთა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კონგრესმენებს „კრწანისში" თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა.

 

 

პიტერ როსკამის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ღრმა და მნიშვნელოვანია.

 


„ჩვენ ვართ პარტნიორები და ამ ურთიერთობებს მომავალშიც გავაგრძელებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა აღნიშნულ რეგიონში, რადგან მის გარშემო ავტორიტარიზმი იზრდება და ქვეყნებზე ზეწოლა ხორციელდება. ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია შევიტყოთ უფრო მეტი იმ ახლო კავშირების და ურთიერთობის ხასიათის შესახებ, რაც არსებობს საქართველოსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შორის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წინსვლას ნატოსთან ურთიერთობის ჭრილში და ასევე საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განვითარების კუთხით. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ავღანეთის მისიაში მონაწილეობისათვის. ჩვენ ვიცით თქვენი დანაკარგების და იმ ძალიხმევის შესახებ, რასაც ავღანეთში, შეერთებულ შტატებთან ერთად აკეთებთ“, - განაცხადა კონგრესმენმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი