საქართველოს ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი ეწვია
26-02-2017, 09:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ორ დღიან ვიზიტად ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში ევროკომისარს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა.

 

 

ჯანელიძემ მედიის წარმომადგენლებთან მაღალი შეფასება მისცა დიმიტრის ავრამოპულოსის ვიზიტს სქართველოში და აღნიშნა მისი განსაკუთრებული წვლილი ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში.

 

 

„ევროკომისარის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ამ პროცესის წარმატებით დასრულების საკითხში. საქართველოს ევროკომისარის და ევროკომისიის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს და ჰქონდა, როგორც ვიზალიბერალიზაციის მიმდინარეობის ასევე რეფორმების განხორციელების პროცესში“ - აღნიშნა მინისტრმა.



მისივე განცხადებით, ვიზიტისას კიდევ ერთხელ შეფასდება საქართველოს განვლილი გზა, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სამომავლო გეგმები.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, დღეს საქართველო აღწევს "ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რასაც ეწოდება ჩვენი თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და შენგენის ზონაში, რაც უზრუნველყოფს ჩვენს მეტ დაახლოებას ევროპულ ოჯახთან“.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიმიტრის ავრამოპულოსი ოფიციალური ვიზიტისას შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან. ხვალ დაგეგმილია ევროკომისარისა და პრემიერ მინისტრის ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი