დიმიტრის ავრამოპულოსი: სულ რამდენიმე დღეში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობას ვიზის გარეშე შეძლებთ
26-02-2017, 11:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა დღეს განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე - „ახალ ტფილისში" გაისეირნეს.

 

 

გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრის ავრამოპულოსი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე „არიფანას" ესტუმრნენ, სადაც კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

 

მეცნიერების თქმით, განსაკუთრებით მისასალმებელია ევროკომისარის ვიზიტი თბილისში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში - ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის დასკვნით ეტაპზე. მათ მადლობა გადაუხადეს დიმიტრის ავრამოპულოსს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

 

 

"ძალიან მიხარია თბილისში დაბრუნება. მშვენიერი ქალაქია - მე გამიმართლა და აქ ადრეც ვიყავი. დღეს მე უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ამ ღონისძიებით - მშვენიერი საღამოა და ის უკან გვაბრუნებს ამ ქალაქის წარსულში. როგორც მანამდე აღვნიშნე, ჩემი ვიზიტის მიზანი ბატონ პრემიერ მინისტრთან შეხვედრა და რამდენიმე განცხადების გაკეთებაა. კერძოდ, მოვლენები ძალიან კარგად ვითარდება - როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამ მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად და ახლა ჩვენ სასურველ მიზანს მივაღწიეთ. სულ რამდენიმე დღეში, თქვენ, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობას ვიზის გარეშე შეძლებთ," - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი