დავადასტურებ იმას, რომ შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონდა, - აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა გააკეთა.
ოხანაშვილი აცხადებს რომ დაპირისპირებები საპატრიარქოში ახლა არ დაწყებულა და ეს დიდი ხანია მიმდინარეობს.
„მე კიდევ პირადად გარკვევის პროცესში ვარ. მე ვფიქრობ, რომ ჩემი იქედან წამოსვლით ამას უფრო დავინახავ, ვიდრე იქ ყოფნის განმავლობაში ამას ვხედავდი. ჩემი სამსახური იყო ის ორგანო, რომელიც იყო აბსოლუტურად პატრიარქის და სხვას არავის არ ექვემდებარებოდა საპატრიარქოში.
ეს სამსახური როდესაც შეიქმნა, ის პროცესები რომელებიც ჩვენ გავიარეთ, ყოველთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვათანხმებდი პატრიარქთან და არავისთან სხვასთან. ესეც იყო ერთ-ერთი პრობლემა. იყო მცდელობები, რომ რაღაცას შევათანხმებდი პატრიარქთან და ვიღაცისთვის კიდევ შემეთანხმებინა”, - განაცხადა ოხანაშვილმა და დასძინა: „მე არავინ მჭირდებოდა პატრიარქთან ურთიერთობისთვის. ყოველთვის, როცა იყო ამის საჭიროება, მე პირადად შემეძლო შესვლა მის უწმინდესობასთან და ნებისმიერ საკითხზე დალაპარაკება”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.