სოსო ოხანაშვილი არ უარყოფს ინფორმაციას, რომ მამა დავით ჭინჭარაულმა ილია მეორეს უთხრა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ბერლინში საწამლავით მასთან მიდიოდა
26-02-2017, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქს ოპერაციამდე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მამა გიორგი მამალაძე მისი მოწამვლის მომზადების ფაქტზე იყო დაკავებული.

 

 

„მე მივედი მის უწმინდესობასთან და ვუთხარი, რომ მამა გიორგი მამალაძე დააკავეს, არის რაღაც გაუგებრობა, პრობლემები და მე უნდა გავფრინდე თბილისში და სიტუაციაში ადგილზე გავერკვე. სულ ეს იყო, რაც ვუთხარი მის უწმინდესობას. მამა გიორგის წინააღმდეგ ისეთი მძიმე ბრალდება იყო, რომ ამას პატრიარქს ვერ ავუხსნიდი, რადგან მას ამზადებდნენ ოპერაციისთვის. 2 დღე იყო დარჩენილი ოპერაციამდე, ამის თქმა არ შეიძლებოდა. მაგრამ ის, რომ მამა გიორგი სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე იყო დაკავებული, ეს იმ დღესვე, ოპერაციის წინ გაიგო. მე შეგნებულად არ დავასახელებ ვისგან”, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „პოსტსკრიპტუმი". 

 

 

კონფინდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, ჟურნალისტის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მამა დავით ჭინჭარაულმა უთხრა ოპერაციის წინ ილია მეორეს, რომ მამა გიორგი მამალაძე ბერლინში საწამლავით მიდიოდა მასთან, სოსო ოხანაშვილმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, თუმცა ინფორმაცია არ უარყო.

 

 

„პირდაპირ უთხრეს და არა მარტო ეს, არამედ ისიც უთხრეს, რომ მე იმიტომ გამომიძახეს, თითქოს მარტო არ მოქმედებდა მამა გიორგი და ჩემთან ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით კითხვები. როდესაც მე ამის შესახებ გავიგე თბილისში, ძალიან ვინერვიულე, რადგან პირდაპირ ასე ჩავთვალე - ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა პატრიარქის წინააღმდეგ, მიმართ იმიტომ, რომ ორ დღეში მისთვის უნდა გაეკეთებინათ უმძიმესი ოპერაცია....

 

 

როდესაც ამ ფაქტის შესახებ შეიტყო პატრიარქმა, ძალიან ნერვიულობდა და ყოველ 15 წუთში მირეკავნენ, პატრიარქი კითხულობს, რა ხდება, რა ხდებაო. რა თქმა უნდა, ის ძალიან ნერვიულობდა. იმდენად განიცადა ეს ფაქტი, რომ როდესაც პროფესორმა გაიგო რაღაც ხდებოდა, თქვა, რომ ასე თუ გააგრძელებთ, მოგვიწევს ოპერაციის გადადება, რადგან არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ნერვიულობა გულზე აისახება, ნერვებზე აისახება და ა.შ", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

 

 

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ გეგმის ნაწილი მისი დაკავებაც ყოფილიყო, ოხანაშვილი პასუხობს, რომ იყო და ახლაც არის მცდელობები, რამენაირად მოხდეს მისი ამ საქმესთან დაკავშირება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი