მეუფე პეტრე ცაავა: მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი საპატრიარქოს ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის სთხოვა
26-02-2017, 13:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი საპატრიარქოს ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის სთხოვა.

 

 

„მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი რამდენიმე ხნით ადრე სთხოვს, რომ მას მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში, სჭირდება ციანიდი, რომელიც გამოიყენება ოქროს გადამუშავებაში. მიუთითებს მის ახლობელზე, რომელიც საყდრისში მუშაობს, ასევე ოქროსთან აქვს შეხება და აქედან იწყება მამა გიორგისთან ჩართულობა. ის როდესაც ეძებს ციანიდს, აქ უკვე იწყება მსტოვრის ჩართულობა.... შემდეგ იწყება მსტოვრის ჩართულობა და მომზადება იმისთვის, რომ ეს ციანდი არა საპატრიარქოში ერთ-ერთი ადამიანის დავალებისთვის, ოქრომჭედლისთვის არის საჭირო, არამედ თითქოს საპატრიარქოში მკვლელობის მომზადებისთვის. ეს არის ინტრიგა და სცენარი....", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, „იმედის დროსთან" საუბრისას. მანვე დაადასტურა, რომ მსტოვარში ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს გულისხმობდა.

 

კომენტარები: 1
#1   manana
      
მამა პეტრეს პოზიციის მჯერა და მის ნათქვამს ვიზიარებ და მიმაჩნია სიმართლედ, იგი ღირსეული და პრინციპული ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ ის მარტოა და ცდილობს დაიცვას მამა გიორგი, ამხილოს ის უკეთურობანი კორუფციისა და ანგარების სახით, რომელიც როგორც ჩანს არის საპატრიარქოში. მან არ მიატოვა ახალგაზრდა მამაო განსაცდელში, რომელიც თავისი გამოუცდელობისა და ნდობის გამო ასეთ საშინელ განსაცდეკლში
ჩააგდეს უსინდისო და უპასუხისმგებლო ადამიანებმა... სიმართლე თავის გზას არ დაკარგავს, როგორც ჩანს დაიწყო დიდი გაწმენდის პროცესი და იმედია ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება საჭირო და მისაღები.
27 თებერვალი 2017 01:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი