ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართული ქვედანაყოფი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
26-02-2017, 23:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განმტკიცებისა და ადგილზე არსებული უსაფრთხეობის გარემოს შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით, ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართული ქვედანაყოფი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 


უწყების ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქაბულის პროვინციაში, ქარა ბაღის რაიონის გამგებელთან, აბდულ სენი შარიფთან მორიგი შეხვედრა გამართა. გამგებელმა ქართული ქვედანაყოფის მეთაურს რაიონის გამგეობაში უმასპინძლა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს შეეხო. ყურადღება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. ქარა ბაღის რაიონის გამგებელმა 32-ე ბატალონის მეთაურს გამგეობაში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სტუმრობა ქარა ბაღის რაიონში განსაკუთრებული ნაბიჯია ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისათვის.

 


უწყების ცნობით, გამგეობაში შეხვედრის შედეგ, ქართველი მშვიდობისმყოფელები შურაზე (თათბირი) ადგილობრივ მოსახლეობას და მალიკებს (ადგილობრივი უხუცესები) შეხვდნენ. მხარეებმა ქარა ბაღის რაიონში არსებულ პრობლემებზე, განსახორციებელ პროექტებზე და გამოწვევებზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ მალიკებს აქტიური მხარდაჭერა და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა. ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, შურას ხელმძღვანელმა, შერ შოჰ ორიახილმა ქართულ ქვედანაყოფს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და პატივისცემის ნიშნად, ქართულ მხარეს საჩუქრად ავღანური ტრადიციული სამოსელი გადასცა.

 

 

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, 32-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ქარა ბაღის რაიონს ეწვია. შეხვედრებზე ქართველ სამხედროებთან ერთად, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ მეიფილდი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ავღანეთის ეროვნული არმიის IV ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუსტაბა საიდი იმყოფებოდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 2016 წლის ოქტომბრის თვიდან არის ჩართული. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ოპერაციის რაიონის კონტროლია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი