შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი რუმინეთის ელჩს საქართველოში, რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა. შს სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს და რუმინეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება.
2016 წელს, საქართველოს შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის დროს ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც სამართალდაცვით სფეროში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის კუთხით გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა საპოლიციო სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.
შს მინისტრმა და რუმინეთის ელჩმა საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველოსა და რუმინეთის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნულ შეთანხმებას აპრილში მოეწერება ხელი და მისი ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება.
შეხვედრის დასასრულს, შს მინისტრმა რუმინეთის ელჩს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში რუმინეთის მთავრობის მიერ შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი მღებრიშვილმა რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კარმენ დანიელა დანი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.