გიორგი მღებრიშვილი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
27-02-2017, 01:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში იანის ზლამეტსს შეხვდა. შს სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ლატვიის ელჩმა საქართველოს შს მინისტრს ვიზალიბერალიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები მიულოცა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს შს სამინისტროს როლს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით შესრულების პროცესში.

 

 

თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

შს მინისტრმა და ლატვიის ელჩმა ორი ქვეყნის სამართლდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.

გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა კრიმინალური პოლიციის რეფორმირებისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარების პროცესში ლატვიის მხარის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

 

 

შს მინისტრი ლატვიის ელჩს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ ესაუბრა. გიორგი მღებრიშვილმა იანის ზლამეტს შსს-ს აკადემიის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ტრენინგების პროექტიც გააცნო, რომლის ფარგლებში, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან ერთობლივი სწავლებები განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ერთიანი მიდგომების შემუშავებას და პარტნიორ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას.

 

 

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და იანის ზლამეტსმა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის და შინაგან საქმეთა მინისტრის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი განიხილეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი