არც მეუფე პეტრეს, არც მე და არც ვინმე სხვას აქვს უფლება პატრიარქს უთხრას, შორენა თეთრუაშვილი მრჩევლად თუ მდივნად ნუ გეყოლებაო, - აღნიშნული განცხადება გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, დიმიტრი შიოლაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, როდესაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა, მისწერა მეუფეს, რომ მისი გამოსვლები ეკლესიის კეთილდღეობას არ ემსახურება.
„შორენა თეთრუაშვილი 35 წელია პატრიარქის პირადი მდივან-რეფერენტია. კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას თუ ავად, ეს მხოლოდ პატრიარქის გადასაწყვეტია....
სხვათა შორის, როდესაც მეუფე პეტრემ პირველად მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა, გერმანიაში ყოფნისას მივწერე, რომ მისი გამოსვლები ეკლესიის კეთილდღეობას არ ემსახურება. მიპასუხა - ვწუხვარ, რომ ასე ფიქრობო", - აცხადებს მეუფე დიმიტრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.