ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით კომენტარს დოკუმენტის ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებს. აღნიშნულის შესახებ მან ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
„IRI-ს კვლევებს რაც შეეხება, დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს. ამის შემდეგ მას კარგი ანალიზი დასჭირდება და შესაძლებელი იქნება კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გუშინ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მონაცემების ნაწილი გახდა ცნობილი. საზოგადოების კეთილგანწყობის რეიტინგში კახა კალაძის მაჩვენებელი 48 პროცენტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.