გიორგი ანდრიაძე ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრალდებებს პასუხობს: თუ 1% მაინც იქნება სინამდვილე, რაც პირდაპირ ეთერში მეუფე პეტრემ იბოდიალა, ყველა თანამდებობას დავტოვებ
27-02-2017, 03:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ გუშინ „იმედის დროში" გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

 

 

ანდრიაძის თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა „ცილისწამების კორიანტელი" გაავრცელა.

 

 

„ეტყობა, არც მეშვიდე მცნება იცის – ცილი არ უნდა დასწამო, არც ის იცის, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. ვთხოვ მასმედიას, შეუძლია რამდენიმე საათში გადაამოწმონ მის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია ე.წ. რძეზე, ყველზე და კომერციულ საქმიანობებზე, რომელსაც მისი სულიერი ძმები - “ნაციონალები” ეწეოდნენ. ამ პერიოდში მე ვაკეთებდი საპატრიარქოს ტელევიზიას, რომლის დამფუძნებელიც მე ვარ და ორი წელი ვიყავი მისი დირექტორი. რადიოს დამფუძნებელიც მე ვარ. მე ამ კუთხით ვსაქმიანობდი, კომერციულ საქმიანობას ვინ ახორციელებდა, ძალიან იოლი დასადგენია. თუ 1% მაინც იქნება სინამდვილე, რაც პირდაპირ ეთერში მეუფე პეტრემ იბოდიალა, ყველა თანამდებობას - მე ბევრი თანამდებობა მაქვს აქ - დავტოვებ. ეს არის მოკლე პასუხი, ვისაც უნდა სიმართლე გაიგოს. ქურდების თემა კიდევ საერთოდ კომიკური ჟანრიდან არის. მაინტერესებს, ფულს პატრიარქის სეიფიდან ვიპარავდი, თუ ვაგზლის ჯიბის ქურდი ვიყავი?”, - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

 

 

„ეს არის სირცხვილი, როდესაც გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს სახელით გამოდის ადამიანი - ქურდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები - „საპატრიარქო არის ჩემი კლიჩკა" და „საპატრიარქო არის ადგილი, სადაც მე მხოლოდ ფული უნდა ვიშოვო". მას ეკუთვნის სიტყვები, რომ „მხოლოდ ის და შორენა მართავენ საპატრიარქოს და მესამე ადამიანი ზედმეტია", - აღნიშნული განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა „იმედის დროში" გააკეთა.

 

 

„როდესაც ადამიანი გამოდის საპატრიარქოს უნივერსიტეტის მმართველის სახელით, ეს არის სირცხვილი საქართველოს ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტისა და თუ ლექტორმა და თუ პროფესორ-მასწავლებლებმა კარგად იციან, რასთან აქვთ საქმე და რამდენად ხორცმეტია ეს ადამიანი და უბრალოდ კითხვა არსებობს, რატომ ვერ იცილებს მას პატრიარქის მდივანი და რატომ არის ასევე მის მიმართ ასე ძალიან დავალებული", - განაცხადა პეტრე ცაავამ.

 

 

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გადაცემაში 2009 წელს ილია მეორის მოწამვლაზეც ისაუბრა.

 

 

მისი თქმით, „2009 წელს, ნინოობის დღესასწაულის წინა დღეს, პატრიარქი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. გვმასპინძლობდა, გვემსახურებოდა ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი), პატრიარქის მდივან-რეფერანტი, პრეზიდენტი იღებს ყველა შეთავაზებულს - ღვინოს, სასმისს, ყავას, საჭმელს, ასე ვთქვათ პატრიარქის ულუფასაც თვითონ ჭამს, მეორე დღეს პატრიარქი ხდება ძალიან ცუდად, ერთი საათი იყო უკონტროლო მდგომარეობაში ნინოობის დღესასწაულზე, როცა მე წირვის შემდეგ დავბრუნდი საპატრიარქოში და შემდეგ გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში. მაშინ, ე.წ უფლებადამცველი კაკაბაძე, ე.წ საპატრიარქოს უფლებების დამცველი არამზადა გიორგი ანდრიაძე, თუ გაიხსენებთ 2009 წლის იანვრის პრესას, პირდაპირ წერდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

 

 

მანვე დეკანოზ გიორგი მამალაძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი საპატრიარქოს ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის სთხოვა.

 

 

„მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი რამდენიმე ხნით ადრე სთხოვს, რომ მას მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში, სჭირდება ციანიდი, რომელიც გამოიყენება ოქროს გადამუშავებაში. მიუთითებს მის ახლობელზე, რომელიც საყდრისში მუშაობს, ასევე ოქროსთან აქვს შეხება და აქედან იწყება მამა გიორგისთან ჩართულობა. ის როდესაც ეძებს ციანიდს, აქ უკვე იწყება მსტოვრის ჩართულობა.... შემდეგ იწყება მსტოვრის ჩართულობა და მომზადება იმისთვის, რომ ეს ციანდი არა საპატრიარქოში ერთ-ერთი ადამიანის დავალებისთვის, ოქრომჭედლისთვის არის საჭირო, არამედ თითქოს საპატრიარქოში მკვლელობის მომზადებისთვის. ეს არის ინტრიგა და სცენარი....", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა. მანვე დაადასტურა, რომ მსტოვარში ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს გულისხმობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი