საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე მოდიფიცირებული ჯავშანმანქანის EJDER საკონტროლო ტესტირებას დაესწრო.
დაჯავშნული ავტომანქანა ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირებისთვის და ასევე, ქვეითების საცეცხლე მხარდაჭერისთვის გამოიყენება.
მინისტრმა პოლიგონზე სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერა და EJDER-ის დანიშნულების, ფუნქციების და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
„მინისტრთან ერთად ვაზიანის პოლიგონი მოვინახულეთ, სადაც შეჯავშნული მანქანების EJDER-ის სასწავლო ტარებას დავესწარით, ოფიცრებმა აღნიშნული მანქანის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გაგვაცნეს. ისინი პირადი შემადგენლობის უსაფრთხო გადაყვანაში დაგვეხმარება“ - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.
ბრიგადის გენერლის განცხადებით, ჯავშანმანქანები უახლოეს მომავალში საბრძოლო ქვედანაყოფებში გადანაწილდება და მათ შეზღუდული ოპერაციების პირობებში გამოიყენებენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.