შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამგორის რაიონის გამგებლის ავტომანქანის დაწვის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის პირად ავტომანქანას წუხელ ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, მანქანას ცეცხლი უცნობმა პირებმა წაუკიდეს, რომლებმაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.
სამგორის გამგებელი გამოძიების დასრულებამდე მომხდარის შეფასებისგან თავს იკავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.