მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეისთვის დასრულებულია. როგორც ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსულმა ადვოკატებმა განაცხადეს, დაკავებული დეკანოზი პროკურატურის რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემამდე, მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს.
ადვოკატების განმარტებით, სასულიერო პირი გამოძიებასთან თანამშრომლობს და მან პროკურატურის ძალიან ბევრ შეკითხვას უპასუხა.
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, „კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა, როდესაც დღეს სხვადასხვა ინფორმაცია მოვისმინეთ, ბუნებრივია, დაისმება შეკითხვები და ბრალდებულს მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა".
მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს 11:00 საათისთვის დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.