ირაკლი სესიაშვილი: IRI-ის კვლევის შედეგები რეალობას არ ასახავს
25-03-2015, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული კვლევა რეალობას არ ასახავს. როგორც სესიაშვილი განმარტავს, დიდ პატივს სცემს IRI-ის ორგანიზაციას, მაგრამ პრეტენზიები აქვს მისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისა და შეხედულებების გამო.


„არასდროს არც IRI-ის და არც NDI-ის კვლევაზე კომენტარი არ გამიკეთებია. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს დიდ პატივს ვცემ, კვლევების შემსრულებელი ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კვლევის პროცესს, გვაქვს პრეტენზიები, მათი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების თუ შეხედულებების გამო. ეს კვლევა არ არის რეალობის ამსახველი", - აცხადებს სესიაშვილი.


გუშინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ნაწილი გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ჩატარებული სოციოლოგიურ კვლევის კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 36%, "ნაციონალური მოძრაობა" 14%, "თავისუფალი დემოკრატები" 10%, "ლეიბორისტული პარტია" 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 5%.


გარდა ამისა, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ.


IRI კვლევის შედეგების გამოქვეყნებას 27 მარტისთვის გეგმავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი