საგარეო უწყება: ვიეტნამმა გამოხატა დაინტერესება, ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, განათლების მიმართულებით
28-02-2017, 01:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჰა კიმ ნგკომ შეხვედრა გამართეს.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა სქართველოს მზარდი დაინტერესება აზიის რეგიონთან თანამშრომლობის მიმართ და ამ მხრივ ხაზი გაუსვა ვიეტნამთან სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციისა და გაღრმავების მნიშვნელობას.

 

 

„მიხელ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, ქვეყანაში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე და საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. ვიეტნამის მხარე გაეცნო მთავრობის რეფორმირების პრიორიტეტებს განათლების, ინფრასტრუქტურის, კარგი მმართველობის სფეროში.

 

 

ვიეტნამის მხრიდან გამოიხატა დაინტერესება ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, განათლების მიმართულებით. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებას. მათ შორის ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა დაინტერესება უმასპინძლოს საქართველოს ბიზნეს დელეგაციას. მან მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ქართველ ხალხს ვიეტნამის მხარდაჭერისთვის და მიულოცა ქართულ მხარეს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი.

 

 

მიხეილ ჯანელიძემ ვიეტნამის მხარე საქართველოს მიღწევების ადგილზე გაცნობის მიზნით ვიზიტით თბილისში მოიწვია. ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი