აღნიშნული ციანიდი - მომწამვლელი ნივთიერება - მამა გიორგის თავის ჩანთაში თავისი ხელით არ ჩაუდია, - აღნიშნული განცხადება ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას გააკეთა.
„შესაბამისად, ვიმსჯელებთ შემდეგ ამაზე და ჩვენ ჩვენს პოზიციას დავუმტკიცებთ, პროკურატურამ თავისი პოზიცია დაამტკიცოს", - განაცხადა სასულიერო პირის ინტერესების დამცველმა.
დაკავებული დეკანოზის დაკითხვა სავარაუდოდ, დღეს გაგრძელდება. გუშინ მას პროკურატურის გამომძიებლები რვა საათის განმავლობაში კითხავდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.