ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდერს სამუელსს შორის შეხვედრა გაიმართა.
საგარეო უწყების ცნობით, დანიელმა კოლეგამ კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოსთან ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ქართველ ხალხს მიულოცა მნიშვნელოვანი წარმატება. თავის მხრივ, მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა დანიას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
მიხეილ ჯანელიძემ დანიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სამომავლო გეგმებზე ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპული იდეის მიმართ ქართველი ხალხის ურყევ მხარდაჭერას, რაზეც ქვეყნის ფარგლებში ჩატარებული არაერთი კვლევა მეტყველებს. ევროპული ინტეგრაციის გზაზე უახლოესი პერიოდის მთავარ ამოცანებად ინსტიტუციური დაახლოება, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის სამზადისი დაასახელა.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, ნდობის აღდგენისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკას, რაც ასევე მიზანს ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის სიკეთეებით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან სარგებლობას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობას. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა საქართველოში მოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.