საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალ სეგმენტში მონაწილეობის ფაგლებში, ჟენევაში ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯოფრი ონიემასთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში აფრიკულ ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობა. განსაკუთრებით აღინიშნა განათლების სფეროში აქტიური თანამშრომლობა და ნიგერიის მხრიდან საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების მიმართ დიდი ინტერესი. ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ნიგერიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაინტერესება გამოხატა ელეტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებით, ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალქეების მომსახურებისა და მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის იდეის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ანალოგიური მომსახურება გაეწიოს იურიდიულ პირებსაც.
მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ ნიგერიელებს და ამ მიზნით კოლეგა საქართველოში მიიწვია.
კმაყოფილებით აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებში ნიგერიისა და საქართველოს თანამშრომლობა.
ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ტუნისისა და კოტ დიუვარის საგარეო საქმეთა მინისტრებს ქემაიეს ჯინაოუისს და მარსელ ამონ ტანოსს. ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ტუნისში მიხეილ ჯანელიძის მოსალოდნელ ვიზიტს, რაც მხარების შეფასებით, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.