სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მეორე ეტაპის შეხვედრები დაიწყო
28-02-2017, 03:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე ეტაპის შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სხდომის დასაწყისში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სამუშაო რეჟიმის რეგლამენტი განმარტა და იმ პროცედურებზე ისაუბრა, რომელიც მეორე ეტაპის სამუშაოებს შეეხება.

 

 

„ორი კვირის წინ ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციების პირველი რაუნდი და დღეს იწყება სამუშაო შეხვედრების მეორე ეტაპი, სადაც განვიხილავთ უკვე იმ რედაქციებს, რომლებიც წარმოდგენილია თქვენს წინაშე. ეს რედაქციები მომზადდა იმ შეთავაზებების შესაბამისად, რომლებიც წარმოდგენილ იქნა სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზებების რაოდენობა იყო ძალინ ბევრი და ბუნებრივია ყველა შემოთავაზება ვერ აისახებოდა ახალ რედაქციაში თუნდაც ალტერნატივების სახით, სარედაქციო ჯგუფს დაჭირდა ყველა მოსაზრების გარკვეულ დონეზე გადამუშავება, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია მიუბრუნდეთ ყველა ინიციატივას და ამის საფუძველზე გავიაზროთ თითოეული მუხლი“, - განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ.

 


ირაკლი კობახიძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს მმართველ გუნდთან გამართულ კონსულტაციებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ კომისიის წევრთა თხოვნის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიციების გაცნობა შესაძლებელი გახდება, თუმცა, ამ მოსაზრებებს სავალდებულო ძალა არ აქვს და მასზე მსჯელობა კვლავ გაგრძელდება.

 

 

„კომისიის წევრთა თხოვნის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფისთვის მმართველი გუნდის პოზიციების გაცნობისთვის, შეხვედრა გაიმართა. შესაბამისად, ჩვენ დღესაც შეგვიძლია კონკრეტულ მუხლებთან და თავებთან წარმოგიდგინოთ ჩვენი მოსაზრებები. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებებს სავალდებულო ძალა არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ თუნდაც ერთპიროვნულად მიიღოს კანონი საქართველოს პარლამენტში, ამის მიუხედავად ყველა საკითხი დისკუსიისთვის და მსჯელობისთვის ღია და გახსნილია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტიტუციის პრეამბულის და ზოგადი დებულებების მუხლების რედაქციული ვარიანტების და ალტერნატივების განხილვით გაგრძელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი