საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,2% შეადგინა.
„2017 წლის იანვარში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20,7% შეადგინა. ასევე, 33 პროცენტითაა გაზრდილი 2017 წლის იანვარში ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 2016 წლის შესაბამისი მაჩვენებლის მიმართ.
2017 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა 745,0 მლნ ლარი, რაც 166,5 მილიონი ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა 638,8 მლნ ლარი შეადგინა", ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.