ისრაელის სახელმწიფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე.
„შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მიღების მიზნით წარდგენილი განცხადებები (თუ არ იარსებებს რეალური მიზეზი) არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა, ასევე, გულისხმობს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით წარდგენილი განცხადებების განხილვის პროცედურულ ცვლილებებსაც. კერძოდ:
თავშესაფრის მოთხოვნის განცხადება განხილულ იქნება განსაკუთრებით დაჩქარებული წესით (მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში);
საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თავშესაფარის მოთხოვნით მიმართავს ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს აღარ მიეცემა განცხადების განხილვის პერიოდში ისრაელში დასაქმების უფლება", - განმარტავს საგარეო უწყება.
ისრაელის სახელმწიფო რიგით მეხუთე ქვეყანაა, ბელგიის სამეფოს, საფრანგეთის, ბულგარეთისა და ავსტრიის შემდგომ, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.