საჭირო და აუცილებელია, რომ აღდგეს სავალუტო შემოდინებები, რაც არის ერთადერთი წამალი და რეცეპტი ამ სიტუაციაში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის ფუნდამენტური ფაქტორები აღმოიფხვრას, რომლებმაც ლარის გაცვლის კურსზე გავლენა მოახდინა.
“უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, საჭირო და აუცილებელია, რომ აღდგეს სავალუტო შემოდინებები, რაც არის ერთადერთი წამალი და რეცეპტი ამ სიტუაციაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული ქმედებები არის მიმართული, რომ შევარბილოთ იმ პროცესების გავლენა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში განვითარდა. რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, მოგეხსენებათ, ჩვენი მანდატი არის ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა. ორივე ეს მანდატი როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც იქნება შესრულებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”, – განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, მიზნობრივი ინფლაცია ეს არის ის მთავარი ორიენტირი, რომლის ირგვლივაც პრაქტიკულად მოქმედებს ეროვნული ბანკი თავისი მონეტარული პოლიტიკის მიზნების განსაზღვრისას. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის სწორი, თანმიმდევრული და ამაზე არაერთხელ იქნა განცხადება გაკეთებული.
კითხვაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ელოდებოდა იმპორტის შემცირებას, იმპორტი კი არ არის შემცირებული, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ იმპორტი აუცილებლად გააკეთებს კორექტირებას, ვინაიდან, ახალი წერტილი და ახალი წონასწორობის ნიშნული არის ჩვენს საგადამხდელო ბალანსში.
“იმპორტმა ზრდა შეაჩერა და ჩვენ ველოდებით, რომ მომდევნო თვეებში მივიღებთ ახალ ნიშნულს, რომელიც იქნება ფაქტობრივად ახალი წონასწორობა ამ მიმართულებით”, – განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრებს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ხვდება.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ლარის გამყარება შესაძლებელია. მისივე განმარტებით, ზაფხულში მთავრობა დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოდინებას ელოდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.