საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
28-02-2017, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში უკრაინის ახლადდანიშნულ ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა. თავდაცვის უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

 


თავდაცვის მინისტრმა უკრაინასთან თანამშრომლობის გეგმებსა და მარტის ბოლოს დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა.

 

 

„საქართველოში უკრაინის ახალ ელჩთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გავუსვით, რომ საქართველო-უკრაინას შორის არსებული, ტრადიციული, მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები მომავალში კიდევ უნდა გაღრმავდეს. სწორედ, ამ მიზნით თვის ბოლოს იგეგმება ჩემი ვიზიტი უკრაინაში, სადაც სამხედრო სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობა მოგვეცემა. ჩვენ, ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო წვრთნების ფარგლებში და წელს უკრაინის მხრიდან მრავალეროვნული წვრთნების ფარგლებში გაზრდილ კონტიგენტს ველოდებით. ამ მიმართულებით უკრაინელებთან თანამშრომლობას ინტენსიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარების, უკრაინელი სამხედროებისათვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების შეთავაზების, ასევე დაჭრილი ჯარისკაცების წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაციის საკითხებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი