ქობულეთის კულტურის სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს, კერძოდ, ცენტრალური პარკისა და ახალი სპორტსკოლის ადაპტირება შშმ პირთათვის, ზღაზე ჩასასველი პანდუსების მოწყობა და ადაპტირებული ავტობუსის შეძენა.
შშმ პირთა საბჭო მუნიციპალიტეტში გასულ წელს შეიქმნა. გამგეობის განმარტებით, საბჭოს მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაა. საბჭო გამგეობის სხვადასხვა სამსახურის, არასამთავობო სექტორის წარმომადგენლებისა და შშმ პირებისაგან არის დაკომპლექტებული. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.