28 თებერვალს, პირველად საქართველოში, ა(ა)იპ „მშობელთა ხიდის” ორგანიზებითა და ლიბერთი ბანკის სრული დაფინანსებით მუსთერაპიული ცენტრი გაიხსნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს მოემსახურება.
როგორც Guardian.ge-ს ლიბერთი ბანკიდან აცნობეს, ცენტრში პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, მუსთერაპევტები, ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტები, არტთერაპევტები, აბა და ოკუპაციური თერაპევტები ყოველდღიურ დაეხმარებას გაუწევენ ბავშვებს სხვადასხვა ბარიერების გადალახვაში და საზოგადოებასთან ინტეგრირებაში.
„ლიბერთი ბანკი მოხარულია, რომ ხელი შეუწყო უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას. ბანკის ფინანსური დახმარებით შესაძლებელი გახდა, მუსთერაპიის ცენტრის გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ადაპტირებას საზოგადოებაში.
ლიბერთი ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, მიმდინარე წელსაც გააგრძელებს განათლების, სპორტის, ჯანდაცვის, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მაქსიმალურ ხელშეწყობას“, განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.