ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის უფლისციხის სამხედრო ბაზაზე განწესში მყოფმა სამხედრო მოსამსახურემ მასზე გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
ამის შესახებ Guardian.ge-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საავადმყოფოში იმყოფება თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლები. მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკლელობის მცდელობას გულისხმობს. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.