ბაჩიაშვილის თქმით, მას და უჩა მამაცაშვილს გარდაბანში მიწა არა 1 ლარად, არამედ 10 მილიონის საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცათ
25-03-2015, 04:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გარდაბანში მდებარე 2,5 მილიონ ლარად შეფასებული 35 ჰეტარი მიწა არა 1 ლარად, არამედ 10 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულებით გადმოგვეცა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განუცხადა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს გარდაბანში ინვესტიციით აშენებული ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერებინა.


ამასთან, ბაჩიაშვილმა ახლად აშენებული სასათბურე მეურნეობის ტერიტორიაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ მიწა გადაეცა საქართველოს თანაინვესტირების ფონდს და არა მის მმართველ კომპანიას, რომლის თანამფლობელებიც თავად ბაჩიაშვილი და უჩა მამაცაშვილი არიან.


"ჩვენ ვიმყოფებით გარდაბანში სასათბურე მეურნეობის ტერიტორიაზე, სადაც 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და აშენდა 44 000 კვ.მეტრის მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა. მისი ოფიციალურად გახსნის ცერემონია მოგვიანებით იგეგმება, თუმცა "რუსთავი 2"-ით და კერძოდ, ეკა კვესიტაძის 21 მარტის გადაცემაში გასული დეზინფორმაციის გამო, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მოგვეწვია მედიის წარმომადგენლები, რათა თქვენ თავად ნახოთ და შეაფასოთ აქ ჩატარებული სამუშაოების მასშტაბები. ტყუილია, რომ მე და უჩა მამაცაშვილს სახელმწიფომ 1 ლარად გადმოგვცა 35 ჰექტარი მიწა გარდაბანში. მეორე ტყუილია ის, თითქოს 1 ლარად გადმოცემულ ქონებას არ ჰქონდა არანაირი საინვესტიციო ვალდებულება, მესამე ტყუილია ინფორმაცია, რომ თანაინვესტირების ფონდი სახელმწიფო პროგრამაა, მეოთხე ტყუილი კი დეპუტატ ვაშაძეს ეკუთვნის, რომლის განცხადებითაც, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თანხებს არ  აინვესტირებს საქართველოში, 2,5 მილიონიანი აღნიშნული ქონება მიისაკუთრა და ხელში ჩაიგდო.


რაც შეეხება რეალობას, მთელი პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ 2,5 მილიონ ლარად შეფასებული მიწა არა ერთ ლარად, არამედ საქართველოს 10 მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებით გადმოგვეცა და გადმოგვეცა თანაინვესტირების ფონდს და არა მის მმართველ კომპანიას, რომლის თანამფლობელები გახლავართ მე და უჩა მამაცაშვილი", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა. მისივე მტკიცებით, ფონდმა ვადაზე ადრე მოახდინა 10 მილიონ ლარზე მეტის ინვესტირება და, შესაბამისად გადაჭარბებით შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.


"აღნიშნული მიწა ფონდს გადმოეცა 2014 წლის 26 აგვისტოს. უკვე 19 სექტემბერს მოხდა პროექტის პრეზენტაცია. სულ რაღაც 6 თვეში უკვე გაშენებულია 44 000 კვ.მეტრი. მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყება აპრილში, რომელსაც დაემატება კიდევ 85 000 კვ.მეტრი. უკვე ჩადებულ 10 მილიონი ლარის ინვესტიციას სექტემბრამდე დაემატება კიდევ 20 მილიონი ლარი. ამ ეტაპზე დასაქმებულია 108 ადამიანი, მათი რიცხვი 200-მდე გაიზრდება. დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, მოწვეული გვყავს ექსპერტები – გეოინჟინრები, აგროტექნოლოგები და აგრონომები მთელი საქართველოდან, ასევე საფრანგეთიდან და უკრაინიდან. შემოტანილია დანადგარები, ბოსტნეულის კულტურები საფრანგეთიდან და ჰოლანდიიდან. ამგვარად, ჩვენი "დანაშაული" შემდგომში მდგომარეობს – ამ ადგილას 6 თვის წინ იყო 35 ჰექტარი ხრიოკი მიწა, დღეს კი თავად ხედავთ იმას, რაც აშენებულია. სექტემბერისთვის ეს მასშტაბი გასამმაგებული იქნება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ბიუჯეტში შევა მილიონობით ლარი. გარწმუნებთ, რომ აქ, ქართულ მიწაზე წარმოებულ პროდუქციას ვერანაირი იმპორტი ვერ გაუწევს კონკურენციას". - აღნიშნა თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა.

 

 

 

 

კომენტარები: 109
#109   Petra
      
გუშინ, 21:27
#108   Dell
      
References:


Payid online pokies australia https://hedgedoc.linksfoundation.com/lJiP7Yj9T_a0uUxJzxBWqQ
გუშინ, 14:16
#107   Alfred
      
References:


Payid casino fast withdrawal https://md.interhacker.space/
გუშინ, 11:40
#106   Alisha
      
References:


Payid payout casino codimd.go.tulsacounty.org
გუშინ, 11:06
#105   Angelica
      
References:


Payid casino login https://www.thitrungruangclinic.com
გუშინ, 10:22
#104   Jens
      
გუშინ, 04:45
#103   Magda
      
References:


$20 payid deposit casino australia https://may22.ru/
17 ნოემბერი 2026 17:57
#102   Karolyn
      
References:


Top payid casino australia https://schoolido.lu
17 ნოემბერი 2026 17:19
#101   Cassie
      
17 ნოემბერი 2026 15:38
#100   Ines
      
References:


Payid deposit online casino md.sigma2.no
17 ნოემბერი 2026 14:18
#99   Delia
      
References:


Best payid gambling sites https://dreevoo.com/profile.php?pid=2737013
17 ნოემბერი 2026 11:35
#98   Lupita
      
References:


Payid online casino real money https://lslv168.com
17 ნოემბერი 2026 08:29
#97   Manie
      
17 ნოემბერი 2026 08:28
#96   Cathern
      
References:


Legit payid casinos australia play56.net
17 ნოემბერი 2026 06:48
#95   Ramonita
      
17 ნოემბერი 2026 05:24
#94   Malissa
      
References:


Payid online pokies australia http://dle1.31-6kc3bfr2e.рф/
17 ნოემბერი 2026 04:05
#93   Isiah
      
References:


Casinos that take payid http://www.gophotos.cn/space-uid-348171.html
17 ნოემბერი 2026 03:20
#92   Shelia
      
References:


Payid casino $20 deposit http://gm6699.com/home.php?mod=space&uid=3435114
17 ნოემბერი 2026 02:23
#91   Kaley
      
References:


New payid casinos australia http://www.bzsbs.cn
17 ნოემბერი 2026 01:00
#90   Cindi
      
17 ნოემბერი 2026 00:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი